გია ვოლსკი და გოკა გაბაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში დეპუტატები გია ვოლსკი და გოკა გაბაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.  ინციდენტი ცოტა ხნის წინ, სხდომათა დარბაზთან მოხდა.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების საკითხს მოჰყვა. შელაპარაკებისას გოკა გაბაშვილმა ასევე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერებიც ახსენა და უცენზურო სიტყვით შეაფასა ის ფაქტი, რომ საზოგადოება მსგავსი ტიპის ჩანაწერებს ისმენს. უხამსი გამონათქვამის გამო ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ დეპუტატს მმართველი გუნდიდად გია ვოლსკი და დავით ლორთქიფანიძე დაუპირისპირდნენ, თუმცა სიტუაცია მანდატურების ჩარევის შედეგად განიმუხტა.
ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.

https://youtu.be/6HclQwcOTSg

 

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია: ეს არის “ქართული ოცნების” მტრების მიერ გაკეთებული
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში გაემგზავრება