გია ვოლსკი: ალეკო ელისაშვილი ცამდე მართალიც რომ იყოს, ბევრი ბოდიში თვითონ აქვს მოსახდელი და არც ცამდე მართალია

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბოდიში არა ირაკლი კობახიძეს, არამედ ალეკო ელისაშვილს აქვს მოსახდელი. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ელისაშვილი უზნეო ბრალდებებით გამოირჩევა.

”ალეკო ელისაშვილმა ბოლო პერიოდში პოლიტიკურად ანგაჟირებული, ხშირ შემთხვევაში უზნეო ბრალდებებით გამოიჩინა თავი ჩვენი გუნდის წევრების მიმართ. პოლიტიკური დაინტერესებაც აშკარად ეტყობა. აქედან გამომდინარე, ცამდე მართალიც რომ იყოს, ბევრი ბოდიში თვითონ აქვს მოსახდელი და არც ცამდე მართალია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არაკორექტულია დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნა იმ პირების მხრიდან,რომლებიც გიგი უგულავას მმართველობას ფუთავდნენ. კობახიძის თქმით, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ალეკო ელისაშვილის ასეთი აქტიურობა 2012 წლამდე არ ახსოვს.

banner
წინა სტატიაში„ლეიბორისტულმა პარტიამ“ თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიაიემენის ტერაქტში 45 ადამიანი გარდაიცვალა