გია ვოლსკი: ახალი მინისტრი, თავისი მონაცემებით, რეფორმებისთვის უკეთესი იქნება

მმართველი გუნდის დეპუტატი გია ვოლსკი განათლების მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძის საქმიანობას ”საკმაოდ წარმატებულად” აფასებს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი მინისტრი კი, ”თავისი მონაცემებით რეფორმებისთვის უკეთესი იქნება”.
„თამარ სანიკიძე არის ადამიანი, რომელმაც რეფორმების მნიშვნელოვანი ეტაპი საკმაოდ წარმატებულად ჩაატარა იმ რეალური პროგრამის, ხედვების ფონზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა კარგა ხნის წინ წარმოადგინა. ახლა დაინიშნა ახალი მინისტრი, რომელიც თავისი მონაცემებით ამ რეფორმისათვის უკეთესი იქნება. ასე ჩათვალა მთავრობამ, ეს არანაირად არ აკნინებს იმას, რაც გააკეთა თამარ სანიკიძემ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში”, – განაცხადა ვოლსკიმ.
გიორგი კვირკაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძე ალექსანდრე ჯეჯელავათი შეცვალა. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თამარ სანიკიძე გუნდის წევრად რჩება და უახლოეს პერიოდში იქნება საუბარი მის ახალ მანდატზე.

banner
წინა სტატიაშიგია დგებუაძე, იგივე “მასტერა” მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაიზიარა