გია ვოლსკი : „ყველამ იცის წინასაახალწლოდ დოლარზე მოთხოვნა რამდენად არის გაზრდილი“

ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. ექსპერტების მიერ დასახელებულ მიზეზებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობა ანალიტიკოსებისგან განსხვავებით, ლარის ვარდნას გარე ფაქტორებს უკავშირებს.

გია ვოლსკი ლარის გაუფასურებას ამ ეტაპზე წინასაახალხწლო პერიოდს უკავშირებს:

„ლარის კურსი უმძიმესი თემაა და ოპოზიცია რის ოპოზიციაა თუ ხელისუფლებისკენ არ გაიშვირა ხელი, თუმცა ყველამ იცის რა ხდება მსოფლიოში, რა პროცესები მიდის და განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში მოთხოვნილება დოლარზე რამდენად არის გაზრდილი,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიზოგიერთ კომერციულ ბანკში აშშ დოლარის ფასი 2.69 ლარს აღწევს
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო