გია შერვაშიძე : არ მგონია, განათლების მინისტრის მოადგილეობა ნიშნავდეს, რომ არჩევითი თანამდებობა ვერ დაიკავო

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებთან გასაუბრების შემდეგ რექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ყოფილმა განათლების მინისტრის მოადგილე, გია შარვაშიძემ ოპონენტების მხრიდან ოპონენტების კრიტიკას უპასუხა.

შარვაშიძის თქმით, ის რაიმე სახის ზეწოლაზე ინფორმაციას არ ფლობს.

“თავად აკადემიური საბჭოს წევრებს კითხეთ თუ მიმდინარეობს ზარების განხორციელება სამინისტროს მხრიდან, მე საბჭოს წევრებისგან არ მაქვს რაიმე სახის ინფორმაცია, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება. არ მგონია, განათლების მინისტრის მოადგილეობა ნიშნავდეს, რომ არჩევითი თანამდებობა ვერ დაიკავო. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოცდილება და კავშირები, რომელიც მომაქვს უნივერსიტეტში და არამხოლოდ მინისტრის მოადგილედ მიმუშავია, არამედ ჩემი ცხოვრების დიდი მონაკვეთი ვმუშაობდი არასამთავრობოში, საერთაშორისო განათლებაში და მგონია, რომ ესეც წაადგება უნივერსიტეტს”-განაცხადა გია შარვაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დევნილთა უზრუნველყოფის კუთხით გაწეული მხარდაჭერის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და საბაჟო საკითხთა მინისტრს შეხვდება