გია შარვაშიძე : არ ვაპირებთ, რომ თსუ გახდეს პოლიტიკოსების სათამაშო ადგილი

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, – ასე პასუხობს თსუ-ს რექტორი გია შარვაშიძე „აუდიტორია 115“-ის სტუდენტების პროტესტს, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ.
„ჩემი გადადგომის შესახებ მოთხოვნას არ ვეთანხმები, თუმცა, ვეთანხმები მათ მრავალ შენიშვნას, მათთან დიალგი უკვე მქონდა, ასე გავაგრძელებ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
ძალიან მაღალი პოლიტიკური გრადუსია შემოტანილი. უნივერსიტეტს პოლიტიზება არ სჭირდება. არ ვაპირებთ, რომ თსუ გახდეს პოლიტიკოსების სათამაშო ადგილი,“ – განაცხადა შარვაშიძემ.

„აუდიტორია 115-ის სტუდენტებმა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონია ჩაშალეს. ისინი ყვირილით და შეძახილებით- „ავტომონიმია უნივერისტეტს“ იმ ადგილას მივიდნენ, სადაც ცერემონია მიმდინარეობდა და სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაში“0.3%-იან პარტიაზე აბსურდულ განცხადებებზე პასუხის გაცემა არ არის მიზანშეწონილი” – კალაძე “რესპუბლიკელებზე”
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილმა ტრადიციული რეწვის თბილისის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2016“ დაათვალიერა