გია მაისაშვილი: „გთხოვთ გამიგოთ, ვიწვი სირცხვილითა და უხერხულობით“

მას შემდეგ რაც გია მაისაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით, ფეისბუკ მეგობრებს ამცნო რომ 40 დღიანშიმშილობას იწყებდა, უამრავი ადამიანი დადგა მის გვერდით და მორალური მხარდაჭერა გამოუცხადა. შიმშილობამ სამწუხაროდ შედეგი არ გამოიღო, თუმცა გია მაისაშვილს მიუხედავად ამისა ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია. ამჯერად კი ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველთვის მის გვერდში იყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას განიცდიდა და გულშემატკივრობდა, მადლობას უხდის ის უზომო სიყვარულისთვის:

„გთხოვთ გამიგოთ რომ ვიწვი სირცხვილითა და უხერხულობით. ეს სიცოცხლე ღირებულა თქვენი უზომო სიყვარულისთვის. როგორც კი ფეხზე დავდგები განახებთ როგორ უნდა ამ დიდი სიყვარულის უკან დაბრუნება. როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანას უჭირდეს მაშინ როცა ამხელა სიყვაულის და სიკეთის პოტენციაა. ჩვენ ამ პოტენციას რეალობად ვაქცევთ. მადლობა სიყვარულისთვის. ასმაგად გიბრუნებთ უკან. სადაც სიყვარულია იქ სიძნელეები გამორიცხულია. თუნდაც უბრალო ურთიერთობას დააკვირდით თუ ეს გენიალური ფორმულა არ მუშაობდეს“-წერს გია მაისაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძეს მეზობელი უარყოფითად ახასიათებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ვარშავის სამიტზე მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება გვჭირდება