გია ხუხაშვილი: ვინაა ის ტურა,რომელმაც გადაწყვიტა მგლებთან ეთამაშა ნადირობანა

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს ვინ არის ის პირი, რომელმაც ახმედ ჩატაევს მისცა საქართველოში უსაფრთხოდ გადაადგილების გარანტიები. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ტერორისტს ეს გარანტია ხელისუფლების რომელიღაც მაღალჩინოსნისგან მიღებული უნდა ჰქონოდა. ხუხაშვილის თქმით, გასაგებია,რომ ამ საქმეში FBI-მ ჩართვის სურვილი თავად გამოთქვა.

,,ჩატაევი ეჭვმიტანილია სხვა ქვეყნებშიც და ალბათ FBI-ის დაინტერესება მხოლოდ ამ კონკრეტული საქმით არ არის განპირობებული.

იმედია,ჩვენი სტრუქტურები გამოიძიებენ ამ საქმეს.

განსაკუთრებული გარემოებაა, რაც განაცხადა იდიგოვმა, ის ამბობს, რომ მას სთხოვა ჩატაევმა ჩამოსვლა, მან გარანტიები არ მისცა.

ვიღაც სხვამ მისცა გარანტიები ფაქტია და ყველაზე საინტერესოა, ვინ მისცა ჩატაევს გარანტია უსაფრთხოების. ეს არის ალბათ საკვანძო საკითხი, ვინაა ის ტურა,რომელმაც გადაწყვიტა მგლებთან ეთამაშა ნადირობანა.

გასაგებია,რომ მან დააყენა ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე. აუცილებელია ამ ადამიანის გამოვლენა და მისი სამაგალითოდ დასჯა“-ამბობს ხუხაშვილი.

წყარო: ,,პირველ რადიო”

banner
წინა სტატიაში ბელორუსში რუსეთის ხელმძღვანელობაზე ,,ძებნა გამოცხადდა,,
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა ქიმიური იარაღით მოწამლეს