გია ხუხაშვილი : „ხელისუფლებები, რომლებიც ძალაუფლების მარტივად მიღებას ცდილობენ, ცუდად ამთავრებენ“

საკონსტიტუციო ცვლილებები – დღეს ხელისუფლების ოპონენტები დაგაგმილ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მათი ნაწილი მმართველ ძალას კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებენ.

“დღეს ხელისუფლება გვეუბნება ჩვენ, დამოუკიდებლად იმისა, რას ვფიქრობთ კრიტიკოსები, ის მაინც გაიტანს კონსტიტუციის ამ პროექტს. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. აქედან გამომდინარე, კანონიერ ფარგლებში ბუნებრივია, მე ვიტყვი, მეც და ბევრიც, ჩვენს სათქმელს, კრიტიკულ მოსაზრებებს გამოვთქვამთ და მოვთხოვთ ხელისუფლებას მიიღოს მეტ-ნაკლებად სრულყოფილი დოკუმენტი,“ – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობენ ანალიტიკოსებიც:

„ჯერ კანონი ძალაში არ არის შესული და იქნებ კიდევ გონს მოეგონ. მე რა თქმა უნდა ჩავერთვები, საჯაროდაც და სხვანაირადაც მზად ვარ რომ ეს საქმე ვაკეთო. ამით ჩვენ დავიცავთ პირველ რიგში ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მარტივად მიიღოს, ასეთი ხელისუფლებები ძალიან ცუდად ამთავრებენ,“-აცხადებს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ყაზტრანსგაზის” შემდეგ „ინტერ რაო“-რუსული ენერგოკომპანია საქართველოს მთავრობისგან ათეულობით მილიონ დოლარს ითხოვს
შემდეგი სტატიაგოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატირაში განცხადება შევიდა