გია ხუხაშვილი : “არა თუ პრემიერმინისტრი ზის ტყემალზე, შს მინისტრიც გვერდით უზის”

რესპუბლიკელებს აქვთ განცდა ტორტის მირიგი ნაჭერი მიიღონ

არაადეკვატურად აფასებს უმრავლესობაში გაკეთებულ განცხადებებს ექსპერტთა ნაწილი. მათი აზრით, მმართველი გუნდი კვლავ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას აგრძელებს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზეწოლის თაობაზე მარგველაშვილის განცხადება იყო იძულებითი ნაბიჯი.

მათი თქმით, ამ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან დროული რეაგირება უნდა მოყოლოდა, ვიდრე პრეზიდენტი საჯაროდ განაცხადებდა ზეწოლის შესახებ. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ხელისუფლება მარგველაშვილს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ოპონენტებად აღიქვამს.

„თავის დროზე რომ ყოფილიყო ადეკვატური რეაგირება ან ერთ თემაზე, ან მეორეზე ან კიდევ სხვა საკითხებზე, ბუნებრივია, პრეზიდენტს არ დასჭირდებოდა ამ განცხადების გაკეთება. რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებებს, საერთოდ არაადეკვატურები არიან მე მგონი. არაპროფესიონალიზემი, არააკომპეტენტურობა, არაადეკვატურობა. შსს-ს განცხადებას, რომ გავეცანი, ეს საერთოდ კატასტროფა იყო. კომუნისტების დრო გამახსენდა. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, ეს სიტყვების რახარუხი. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით არა თუ პრემიერმინისტრი ზის ტყემალზე, მე მგონი შინაგან საქმეთა მინისტრიც გვერდით უზის ამ ტყემალზე,“- განაცხადა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელმა, გია ხუხაშვილმა.

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია ამბობს, რომ მმართველი გუნდი საქართველოს პრეზიდენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს უყურებს, როგორც ოპონენტს.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა“ – წელს, შარშანდელთან შედარებით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე 2-ჯერ მეტი მოსწავლე ჩაიჭრა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო