გია ცერცვაძეს ხუთშაბათს გაათავისუფლებენ

ქართველ სპეცრაზმელს გია ცერცვაძეს, პატიმრობიდან ხუთშაბათს გაათავისუფლებენ, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ, პარტია ევროპული საქართველოს წევრს, გივი თარგამაძეს დაუდასტურა.

გივი თარგამაძემ იური ლუცენკოსთან საუბრის დეტალების შესახებ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და დაკავებული სპეცრაზმელის გია ცერცვაძის მეუღლეს აცნობა, რომ ცერცვაძეს ხუთშაბათს გაათავისუფლებენ.

გივი თარგამაძის თქმით უკრაინის მთავრი პროკურორი უკრაინის ქართული ლეგიონიდან წერილს ელოდება, რომელიც დაადასტურებს, რომ სპეცრაზმელი გია ცერცვაძე რუსეთ-უკრაინის ომის დროს, უკრაინელ ჯარისკაცებს დახმარებას უწევდა, სწორედ ეს დაედება საფუძვლად ცერცვაძის გათავისუფლებას.

მამუკა მამულაშვილის თქმით ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და დაადასტურებს, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოდა.

„უნდა დაგვედასტურებინა, რომ ეს ადამიანი ნამდვილად იბრძოდა უკრაინის მხარეზე. ეს წერილი მზადდება ახლა და გადაეცემა პროკურორს,“ – აცხადებს მამუკა მამულაშვილი.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა
შემდეგი სტატია“რაც ნაკლებს ვიყვირებთ, რაც ნაკლებს ვიხმაურებთ, უკეთესი შედეგი დადგება,”-სუბარი გიორგი ცერცვაძის დაკავებაზე საუბრობს