გია აბდალაძე: ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისის დარბევის დროს ფოტოების გადაღების გამო

ჩვენ ვართ უდანაშაულოები, ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისის დარბევის დროს ფოტოების გადაღების გამო, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აბდალაძემ აღნიშნა, დაკავებულებს მერვე დაწესებულებაში მძიმე ვითარებაში უხდებოდათ ყოფნა.

მისივე თქმით, ფოტოგრაფების დაკავება 26 მაისის აქციის დარბევის დროს გადაღებულ ფოტოებს უკავშირდებოდა.

„ჩვენ დავისაჯეთ ჩემი აზრით 26 მაისის დარბევის დროს ფოტოების გადაღების გამო. იმედი გვაქვს, რომ სასამართლოც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საპატიმროში იყო ზეწოლა. ერთ-ერთი პიროვნება დავით დევნოზაშვილი, დაკავებულია. ვფიქრობ, რომ დამკვეთები იყვნენ მაშინდელი შს მინისტრი, შს მინისტრის მოადგილე უტიაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც ფიგურირებდა ხელისუფლებაში. ადამიანები ვინც საპატიმროში შემოდიოდნენ იყვნენ შემსრულებლები, თორემ დამკვეთები რა თქმა უნდა არიან. საქმის კურსში იყო მიხეილ სააკაშვილი, რადგან მის გარეშე არასდროს უკანონოდ არავის აპატიმრებდნენ. ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისის გამო, ჩვენ წვდომა არ გვქონდა არანაირ საიდუმლო მასალებთან”, – განაცხადა აბდალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბარბარე მოლაშვილის ოპერაცია დააფინანსა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: არასდროს მჯეროდა, რომ ფოტოგრაფები დამნაშავეები იყვნენ