“ღმერთის არ გწამთ?”- დავით დარჩიაშვილი უმრავლესობას მიმართავს

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსთავი 2-თან დაკავშირებული საქმეები სახელდება. პლენარულ სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.

„იმიტომ დასაჯეთ მთელი ეს კოლეგიები, რომ რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას, მოსმენების საქმეზე მათ გადაწყვეტილებები მიიღეს,“- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მმართველ გუნდს ინსტიტუტის დაკნინების მცდელობაში ოპოზიცია და მესამე სექტორის ნაწილი ადანაშაულებს.

“ღმერთის არ გწამთ? მარტო პირჯვრის გადაწერა პოლიტიკურ, ინსტიტუციონალურ, იურიდიულ ცოდვებს ვერ გააბათილებს,“- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

დავით დარჩიაშვილს უმრავლესობიდან ეკა ბესელიამ უპასუხა.

„ცუდია არ არის, რომ ბატონი დარჩიაშვილიც ღმერთზე ალაპარაკდა, მაგრამ არ არის კარგი, როდესაც არგუმენტები არ გაქვთ,“- განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“ვცდილობთ შეძლებისდაგვარად კონსტრუქციულები ვიყოთ რუსეთთან”, – გიორგი კვირიკაშვილი
შემდეგი სტატია“Georgian Airways“ 22 მაისიდან ერაყის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას იწყებს