“ღირსეული პარტნიორი” – ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად გაიხსნა

ქართულ-ამერიკული სწავლება “ღირსეული პარტნიორი” ოფიციალურად გაიხსნა. პირველად საქართველოს ისტორიაში სწავლებაში ამერიკული ტანკები , აბრამსები მიიღებენ მონაწილეობას. ნობელ პარტნიორში ჩართულია ასევე 150 ბრიტანელი სამხედრო და ამერიკული სამხედრო თვითმფრინავ სი130.

ვაზიანში სამხედრო პოლიგონზე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იმყოფება, რომელმაც წვრთნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ეს ტექნიკა, რომელიც პირველად შემოვიდა საქართველოში, ეს სწავლება, რომელიც პირველად იმართება ჩვენს მიწაზე არის ნათელი დასტური იმისა, თუ რამდენად მზად არიან ჩვენი პარტნიორები სრულფასოვანი მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, იმისათვის რომ ისინი გახდნენ თავსებადი ნატოს შეიარაღებულ ძალებთან და მზად იყვნენ ყველა ტიპის ოპერაციისათვის რაც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს შეესაბამება,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

სწავლების “ღირსეული პარტნიორი” დაწყებამდე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება ჯარისკაცებს. მას ვაზიანში ამ წუთებში ელოდებიან.

სწავლება დღეს იხსნება და 26 მაისს დასრულდება.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტია მხარს უჭერს როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის წინადადებას,”
შემდეგი სტატიანიკა გვარამია:ქართული ოცნება დასავლური ორიენტაციის პარტია არაა და ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია