“ღარიბაშვილს ძალიან დიდი რესურსი აქვს და ნებისმიერ დროს, როცა მოუნდება, კარებს შეაღებს პოლიტიკაში”

ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან დიდი რესურსი აქვს და ნებისმიერ დროს, როცა მოუნდება, კარებს შეაღებს პოლიტიკაში, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კითხვაზე, რა კრიზისი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, ივანიშვილი აცხადებს, რომ „კრიზისი“ არასწორი სიტყვაა, თუმცა ამ კონტექსტში ნათესავების თემას ასახელებს.
„ჯანყარაშვილის თემა წამოწიეს ზედმეტად, ნათესავების თემა ზედმეტად… შეიძლება იყოს კიდეც რაღაც გადაცდომები. ირაკლი ძალიან ღირსეულად მოიქცა, გაასწორა თემა დ შემდეგ დასვა კითხვაც – იქნებ აღარ ღირსო დარჩენა. ეს არის კარგი და ნორმალური. ეს ბედნიერება აქვს დღეს საქართველოს მოსახლეობას. ჩემი აზრით, ის არის დიდი პოტენციის მქონე, მას ძალიან დიდი რესურსი აქვს და ნებისმიერ დროს კარებს შეაღებს პოლიტიკაში, როცა მოუნდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი ეკა კვესიტაძეს – თქვენ უნდა შეეჩვიოთ, რომ კანონი ყველაზე მოქმედებს
შემდეგი სტატია“ნაციონალურ მოძრაობას” არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ ქვეყანაში რეავოლუცია მოახდინოს”