“ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს არის პერიოდი როდესაც მას განზე გასვლა ურჩევნია”

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სოზარ სუბარის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მაშინ გადადგა, როდესაც ზენიტში იყო.

თუმცა როგორც ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა “2030”-ში სუბარმა აღნიშნა, გუნდის განახლება მუდმივად საჭიროა.

“ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ წავიდა, როდესაც, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ზენიტში იყო იმ დადებითი გადაწყვეტილებების, რომლებიც გუნდის სამწლიანმა მუშაობამ მოიტანა. ამ ფონზე გადაწყვიტა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც მას ურჩევნია გავიდეს განზე, გვერდიდან დაუგდეს გუნდს და განახლებული შემადგენლობით მოვიდეს ახალი გუნდი. ზოგადად, ყოველთვის დგება პერიოდი, როდესაც რაღაც განახლება გუნდში საჭიროა”, – განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება კითხვას ჰქონდა თუ არა ინფორმაცია პრემიერის გადაგდომის შესახებ, საუბარი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო, თუმცა ზუსტი თარიღი თუ როდის განაცხადებდა ამის შესახებ ყოფილი პრემიერი არ იცოდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა 23 დეკემბერს დატოვა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა
შემდეგი სტატიამოსკოვმა სააკაშვილს ფანტაზიორი უწოდა