ღარიბაშვილი ფარცხალაძის სკანდალში გამოჩნდა – 1 200 000 ლარი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე, ხელისუფლებასა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.

„ორი მარტივი მოქმედებით, ყიდვით და გაყიდვით, ამ ადამიანმა იშოვა, სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ, ერთი მილიონი ლარი,“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მან არჩევანის ეთერში ექსკლუზიური დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელზეც ასახულია მიწის გადაცემა სახელმწიფოს მხრიდან ფარცხალაძისთვის.

მან აღნიშნა, რომ ამ „მაფიოზურ სქემაში“ ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც, მონაწილეობდა, რადგან საჯარო რეესტრიდან ამოღებულ დოკუმენტაციაზე მისი ხელმოწერა ფიქსირდება.

ირაკლი ნადირაძის თქმით, 2015 წლის 25 აგვისტოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს ღარიბაშვილი, ფარცხალაძის კომპანიას თბილისში გადაეცა 62 ათას 800 კვადრატული მიწა 200 ათას ლარად. ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, რომ ფარცხალაძეს სახელმწიფომ საინვესტიციო პირობებით გადასცა მიწის ნაკვეთი, თუმცა ყოფილ მთავრ პროკურორს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილებია და ერთ წელში ისევ უკან სახელმწიფოს მიყიდა.

მისი თქმით, ეს მიწა ფარცხალაძისგან შეიძინა უკან იყიდა სახლელმწიფომ,საპარტნიორო ფონდის მიერ დაფუძნებულმა სააქციო საზოგადოებამ 1 200 000 ლარად.

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კორუფციის, ნეპოტიზმის და თაღლითობის, პირდაპირ მინდა, რომ გითხრათ და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ოთარ ფარცხალაძის მილიონერად გახდომაში სახელმწიფომ შეუწყო ხელი და სახელმწიფო იყო ის, ვინც ამ ადამიანს მილიონიანი ქონება დააგროვებინა,“ – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ფარცხალაძის კომპანიას მერიამ ესტაკადის მშენებლობის გამო მიწა ნუცუბიძეზე გადაუცვალა. მან აღნიშნა, რომ ეს კომპანია გაცილებით დიდი ოდენობის მიწის მიღებას ითხოვდა წლბის განმავლობაში, თუმცა, მისი თქმით, ამ კომპანიისთვის მიწის გადაცვლა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ფარცხალაძის გახდა ეს კომპანია. ირაკლი ნადირაძის თქმით, ფარცხალაძის კომპანიამ მომიჯნავე მიწაც შეიძინა.

რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ აქციაზე ჩოხით მივიდა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: „ტაბურეტკა“ ბუმბულგადაკრული უნდა იყოს, ბალიშივით რბილი, ფუმფულა