ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილის დამალული კონტრაქტები და ხელშეკრულებები

97077fcaa670718bb4acee6c05cadd83ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას იმ დარღვევების, გაფლანგვებისა და კორუფციული გარიგებების შესახებ, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებით გაფორმებულ ხელშეკრულებებში ფიქსირდება. დღეს გთავაზობთ თბილისის მერიასა და მის მიერ შექმნილ-დაფუძნებულ სსიპ-სა თუ სახელმწიფო შპს-ში არსებულ დარღვევებს.
მოგეხსენებათ, 2015 წელს თბილისმა უმასპინძლა ახალგაზრდულ ოლიმპიადას, რასაც წინ უძღოდა მოსამზადებელი სამუშაოები. საერთოდ, უნდა ითქვას, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიებები საქართველოსთვის: ჯერ ერთი: ეს გახლავთ ქვეყნის ცნობადობის ამაღლება; მეორე: ქვეყანაში ჩამოდის უამრავი ტურისტი, ტელეჟურნალისტი, თუ სპორტსმენი და ბიუჯეტში შედის თანხები; და მესამე: შენდება სტადიონები, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და ა. შ. მაგრამ თუ შესყიდვებს ჩაატარებ ამ მომსახურებებსა და მშენებლობებზე კონტრაქტორებთან კომერციული გარიგებების ფონზე, პირიქით _ ქვეყანა დიდად იზარალებს. სიტყვაზე, ოლიმპიური სოფლის მშენებლობა დაჯდებოდა 20 მილიონი ლარი და ბიუჯეტიდან გადაიხდიდი 30 მილიონ ლარს. ასეთი მშენებლობა მთლიანად შეჭამს დაგეგმილ მოგებას ტურისტებისა და შესამაბისი კვებითი მომსახურების მხრიდან.
განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევები, თუ როგორ დაფინანსდა შესაბამისი კომპანიები?
დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ ამ ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების შესახებ (ჩატარდა 2015 წელს) ცნობილი იყო უკვე 2012 წელს და უფრო ადრეც, შესაბაბისად, სრულიად საკმარისი გახლდათ დრო, რომ დაეგეგმათ პროექტირებაც, მშენებლობაც, ოლიმპიადის გახსნისა თუ დახურვის ცერემონიალი და ა. შ.
ჩვენ გაჩვენებთ, რომ ეს პროცესები შეგნებულად გაჭიანურდა, რათა შემდეგ, მთავრობის განკარგულებით, ტენდერებისთვის თავი აერიდებინათ. კონტრაქტები გაფორმდა ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობ კომპანიებზე.
ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა შპს „დაგი“, რომელიც დაკავშირებულია ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილის ცნობილ სხვა ხელშეკრულებებთან, იქნება ეს შსს-ს კონტრაქტები, კანცელარიის სარემონტო სამუშაოები, რომელსაც („ქრონიკა+“-ის მკითხველმა უკვე იცის) საგულდაგულოდ მალავენ და მოსახლეობას ინფორმაციებს „პარავენ“.
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაში თბილისის მერიიდან ჩართული იყო შემდეგი სსიპ-ები: „ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის კომიტეტი“ და სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“. ხელშეკრულებებს ისინი აფორმებდნენ.

ქვემოთ ცხრილის სახით გთავაზობთ შპს „დაგთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებებს უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვების გზით:

შემსყიდველი ორგანიზაცია სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”
შესყიდვის ღირებულება 579`009
შესყიდვის ობიექტი მშენებლობა
კონტრაქტორი შპს „დაგი“
მთავრობის განკარგულება 24.10.2014 #1919
კონტრაქტის გაფორმების თარიღი 05.02.2015
გეპი 3,5 თვე

შემსყიდველი ორგანიზაცია სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”
შესყიდვის ღირებულება 514`900
შესყიდვის ობიექტი მშენებლობა
კონტრაქტორი შპს „დაგი“
მთავრობის განკარგულება 24.10.2014 #1919
კონტრაქტის გაფორმების თარიღი 02.03.2015
გეპი 4 თვე

შემსყიდველი ორგანიზაცია სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”
შესყიდვის ღირებულება 852`663
შესყიდვის ობიექტი მშენებლობა
კონტრაქტორი შპს „დაგი“
მთავრობის განკარგულება 24.10.2014 #1919
კონტრაქტის გაფორმების თარიღი 30.04.2015
გეპი 6 თვე

შემსყიდველი ორგანიზაცია სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”
შესყიდვის ღირებულება 852`663
შესყიდვის ობიექტი მშენებლობა
კონტრაქტორი შპს „დაგი“
მთავრობის განკარგულება 24.10.2014 #1919
კონტრაქტის გაფორმების თარიღი 30.04.2015
გეპი 6 თვე

შემსყიდველი ორგანიზაცია სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”
შესყიდვის ღირებულება 441`940
შესყიდვის ობიექტი მშენებლობა
კონტრაქტორი შპს „დაგი“
მთავრობის განკარგულება 24.10.2014 #1919
კონტრაქტის გაფორმების თარიღი 18.06.2015
გეპი 8 თვე

შემსყიდველი ორგანიზაცია სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”
შესყიდვის ღირებულება 632`767
შესყიდვის ობიექტი მშენებლობა
კონტრაქტორი შპს „დაგი“
მთავრობის განკარგულება 24.10.2014 #1919
კონტრაქტის გაფორმების თარიღი 06.07.2015
გეპი 9 თვე

შემსყიდველი ორგანიზაცია სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”
შესყიდვის ღირებულება 943`791
შესყიდვის ობიექტი მშენებლობა
კონტრაქტორი შპს „დაგი“
მთავრობის განკარგულება 24.10.2014 #1919
კონტრაქტის გაფორმების თარიღი 29.06.2015
გეპი 8 თვე

ამ გამარტივებული ხელშეკრულებების (უტენდერო) დადებას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ღარიბაშვილმა, ეს კონტრაქტები „გააპრავა“ და პარალელურად ამ ორგანიზაციებს დაავალა, ხელშეკრულებები გაეფორმებინათ შპს „დაგთან“.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის განკარგულება #1919, თარიღით 24.10.2014. თქვენ ცხრილში შეგიძლიათ, იხილოთ, რომ ხელშეკრულებები შპს „დაგთან“ გაფორმებულია განკარგულების მიღებიდან, 4, 6, 8 და 9 თვის შემდეგაც. აქვე შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ტენდერის ჩატარებას 1-5 თვე სჭირდება და რამდენი ტენდერის ჩატარება მოხერხდებოდა 9 თვის განმავლობაში და რამდენი თანხა დაიზოგებოდა! აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ამ ხელშეკრულებაში ჩადებულია ზედნადები ხარჯები 12% და გეგმური დაგროვება, ანუ მოგება, 8%, რომელიც კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური მოგებაა, რაც შეიძლება კერძო კომპანიამ ჩადოს სახელმწიფო შესყიდვებში. აი, ეს არის ბატონი ნარმანიას დამოკიდებულება ქალაქის ბიუჯეტის მიმართ. გაიფლანგა დიდი თანხა და ეს ზღვაში წვეთია. ქვემოთ, ცხრილში, გთხოვთ, ნახოთ სხვა მაგალითებიც.
შემდეგი მაგალითი გახლავთ კომპანია შპს „კალასი“, რომელსაც, აგრეთვე, უტენდეროდ, გამარტივებული გზით გაუფორმდა ხელშეკრულებები:
შემსყიდველი ორგანიზაცია სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”
შესყიდვის ღირებულება 2`676`336
შესყიდვის ობიექტი მშენებლობა
კონტრაქტორი შპს „კალასი“
მთავრობის განკარგულება 10.12.2014 #2244
კონტრაქტის გაფორმების თარიღი 29.12.2015
გეპი 19 დღე (2 თვე სამუშაოები არ დაწყებულა)

შემსყიდველი ორგანიზაცია სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”
შესყიდვის ღირებულება 4`158`823
შესყიდვის ობიექტი მშენებლობა
კონტრაქტორი შპს „კალასი“
მთავრობის განკარგულება 10.12.2014 #2244
კონტრაქტის გაფორმების თარიღი 23.12.2015
გეპი 12 დღე (2 თვე სამუშაოები არ დაწყებულა)

შემსყიდველი ორგანიზაცია სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”
შესყიდვის ღირებულება 4`078`543
შესყიდვის ობიექტი მშენებლობა
კონტრაქტორი შპს „კალასი“
მთავრობის განკარგულება 10.12.2014 #2244
კონტრაქტის გაფორმების თარიღი 10.02.2015
გეპი 3,5 თვე

აქაც ჩადებულია მაქსიმალური მოგება და მაქსიმალური ზედნადები ხარჯები, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პირდაპირ დანახარჯებთან.
ახლა ვნახოთ სხვა მომსახურებები და არა მშენებლობები. მაგალითად, სპორტსმენების, მომსახურე პერსონალისა და ჟურნალისტების კვებითი უზრუნველყოფა, რომელიც ცნობილი იყო თვეებით ადრე, თუ დაახლოებით რამდენ ადამიანს უნდა მომსახურებოდნენ. ეს არის 2 428 656 ლარი. აღნიშნული კონტრაქტიც უტენდეროდ გადაეცა შპს NიAრტ Vისიონ-ს, რომლის 100%-იანი დამფუძნებელიც გახლავთ ნია კუჭავა. კომპანიას არ ჰქონდა გამოცდილება ამ თანხის კონტრაქტის შესრულებისა, აგრეთვე, სასტუმროებისა და სხვადასხვა ტურისტული ფირმის მომსახურებისა, რომელიც გაფორმდა მთავრობის განკარგულებიდან 7 თვის შემდეგ.
გთხოვთ, იხილოთ ცხრილის სახით:

შემსყიდველი ორგანიზაცია ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი -თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტი
შესყიდვის ღირებულება 425 421
შესყიდვის ობიექტი მომსახურება
კონტრაქტორი Feshen style
მთავრობის განკარგულება 29.12.2014 #3524
კონტრაქტის გაფორმების თარიღი 01.07.2015
გეპი 7 თვე

შემსყიდველი ორგანიზაცია ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი -თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტი
შესყიდვის ღირებულება 2`428`656
შესყიდვის ობიექტი კვებითი მომსახახურ.
კონტრაქტორი NiArt Vision
მთავრობის განკარგულება 29.12.2014 #2534
კონტრაქტის გაფორმების თარიღი 2015 წლის 15 მაისი
გეპი 5 თვე

უტენდეროდ გაფორმებულ ხელშეკრულებებს ყველა იმ მომსახურებასა თუ საქონელზე, რომელიც შესაძლებელია დასჭირვებოდა ამ ღონისძიების ჩატარებას, არავინ აქცევდა ყურადღებას, ეს კონტრაქტები შეიძლებოდა თუ არა, რომ დადებულიყო ტენდერებით, რაც თანხებს დაზოგავდა, იყო თუ არა მართლა ამის აუცილებლობა, ვერ ესწრებოდა, თუ რატომ დაიდო ასე ხელშეკრულებები?
კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელიც „ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი _ თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტმა გააფორმა, გახლავთ მომსახურების სფეროში ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ოფიციალური ცერემონიალის მომზადება. ამ ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 3 500 000 ლარი.
ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს კულტურის პალატასთან (404441458), რომლის ხელმძღვანელიც და დამფუძნებელიც გახლავთ დავით ოქიტაშვილი.
გვინდა, „ქრონიკა+“-ის მკითხველს ვუთხრათ, რომ უამრავი დარღვევა აქვს არა მარტო თბილისის მერიასა და მის სამსახურებს, არამედ ახალგაზრდული ოლიმპიადის კონტრაქტებში ჩართულ სპორტის სამინისტროსაც და სხვა ბევრ უწყებასაც, სადაც უტენდეროდ გააფორმეს ხელშეკრულებები. ყველა ხელშეკრულებას ნამდვილად ვერ წარმოგიდგენთ, ამას გაზეთის ფორმატიც არ ეყოფა.
უახლოეს პერიოდში სრულად, ცხრილის სახით შემოგთავაზებთ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშს 2014-2015-2016 წლების მიხედვით.

გიორგი ბაჯელიძე
ა/ო შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი

წყარო: “ქრონიკა+”

banner
წინა სტატიაშიფილიპინების პრეზიდენტმა ევროკავშირი ეშმაკებთან გააგზავნა
შემდეგი სტატია(video) ფიზიკური დაპირისპირება ქვემო ქართლის ტელევიზიაში