ღამით ბაზრობაზე შუქი ითიშება

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე “თერგის” ბაზრობაზე 35 სახანძრო მანქანა ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას და ჩაქრობას. დაცვის თანამშრომლის თქმით, ვინც 112-ში დარეკა, ამბობს, რომ ხანძარი მეორადების ბაზრობიდან (მარჯვენა ფლანგიდან) დაიწყო.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ საკმაოდ ძვირადღირებული საქონელი აქვთ. მათი თქმით, ტერიტორიაზე ელექტროენერგია ითიშება ხოლმე, შესაბამისად არ იციან რამ გამოიწვია ხანძარი. მოვაჭრეთა ნაწილის თქმით, მათ მაღაზიები დაზღვეული არ აქვთ.

ადგილზე არიან თბილისის მერი და თბილისის საკრებულოს წევრები.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოძიება უკვე დაწყებულია.

ხანძარი თერგის ბაზრობაზე დაახლოებით საათნახევრის წინ გაჩნდა.

 

https://youtu.be/Gk9KBCz4eHw

 

 

banner
წინა სტატიაში“თერგის” ბაზრობიდან მოვაჭრეები ნივთების გამოტანას ცდილობენ
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ბაზრობა “თერგის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის