“ღამე მუზეუმში” – ავტობუსების მუშაობის საათები გახანგრძლივდება

“ღამე მუზეუმში” მხარდასაჭერად, ავტობუსების 30 მარშრუტის მუშაობის საათები გახანგრძლივდება – 19 მაისის საღამოდან 20 მაისის 01:30 საათამდე.

შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებენ: N1, N2, N6, N7, N11, N14, N15, N20, N25, N27, N31, N33, N34, N36, N39, N44, N47, N49, N55, N56, N61, N62, N66, N73, N78, N86, N88, N90, N92 და N95 ავტობუსები.

თბილისის მერია მუზეუმების მიმართულებით 2 დროებით მარშრუტს დანიშნავს. მგზავრობა უფასო იქნება:

18:00 საათიდან – ჩოლოყაშვილის გამზირიდან (კუს ტბის ასახვევი) ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე

21:30 საათიდან – “დინამო არენა”-დან კრწანისის მოედნამდე. ავტობუსი გაივლის აღმაშენებლის და თამარ მეფის გამზირებს, გმირთა მოედანს, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირებს, პუშკინის და გორგასლის ქუჩებს.

banner
წინა სტატიაშიგალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 56-ე შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიავწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები იმისთვის მიდიან მოსკოვში, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ – გიგი წერეთელი