Germanwings-ის კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებმა თითოზე 200 ათასი ევრო კომპანსაცია მოითხოვეს

Germanwings-ის კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებმა თითოზე 200 ათასი ევრო კომპანსაცია მოითხოვეს

 Germanwings-ის კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებმა თითოზე 200 ათასი ევრო კომპანსაცია მოითხოვესავიაკომპანია Germanwings-ის კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებმა, რომელიც ალპებში მოხდა, 200-200 ათასი ევრო კომპენსაცია მოითხოვეს თითოელუ მსხვერპლზე. ამის შესახებ ადვოკატმა ჯელმარ ჯემულლამ განაცხადა გერმანულ Bild am Sonntag-ში. მისი თქმით, ლუფთჰანზას შვილობილი კომპანიის მიერ შეთავაზებული კომპანსაცია 25 ათასი ევრო ყოველ დაღუპულზე და 10 ათასი ევრო ახლო ნათესავებისთვის არ არის შესაბამისი თანხა იმ უბედურებისთვის, რაც მოხდა.
ჯემულამ გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ ლუფტჰანზამ თავისი დაცვის ქვეშ მყოფების მოთხოვნას უარით უპასუხა. “სრულიად გაუგებარია, რატომ წამლავს ლუფტჰანზა ასე ძალიან ატმოსფეროს” – თქვა მან. ჯებულას განსაკუთრებით სასტიკად მიაჩნია ავიაკომპანიის მოთხოვნა დაღუპულების დებისა და ძმების მიმართ, რომ მათ კომპანიას ექიმის მიერ დადასტურებული ცნობა უნდა წარუდგინონ ახლობლის დაღუპვის შესახებ, რომელიც კატასტროფაში მოყვა. ჯემულა დაღუპული 35 ოჯახის ინტერესს იცავს.
Germanwings-ის თვითმფრინავი, რომელიც ბარსელობა-დიუსელდორფის რეისს აკეთებდა 2015 წლის 24 მარტს პილოტმა ალპებს დააჯახა. ყველა მგზავრი, 150 ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიკიევი და სეპარატისტები ერთმანეთს მშვიდობის დარღვევაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი: დადგა დრო ყარაბახის პრობლემის მოგვარებისა…