გერმანული პრესა გიორგი მღებრიშვილის ვიზიტს აშუქებს

გერმანული პრესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს ეხმიანება.

საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრისა და საქართველოს შს მინისტრის შეხვედრას სტატიას უძღვნის გერმანული გამოცემა „Bild“. სტატიაში, სათაურით „შეთანხმება საქართველოს პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ დადებულია“, ნათქვამია, რომ დრეზდენს სურვილი აქვს, მომავალში კიდევ უფრო
მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან, მათ შორის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, სამართალდამცველებისთვის საპოლიციო განათლებისა და დამატებითი მომზადების კუთხით და ასევე, უარით გასტუმრებული ე.წ. თავშესაფრის მაძიებლების რეადმისიის მიმართულებით.

საქსონიის ტელევიზია „Sachsen Fernsehen“ იუწყება, რომ “საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრი მარკუს ულბიგი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დრეზდენში მივიდნენ შეთანხმებამდე, გააძლიერონ ურთიერთთანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში“.

„ჩემს ქართველ კოლეგას სწრაფად დავეთანხმე იმ საკითხში, რომ საპოლიციო მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობა ორივე მხარისათვის სარგებლის მომტანია. ეს ეხება დანაშაულის პრევენციის მიმართულებით გამოცდილებების გაზიარებას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას თუ საპოლიციო განათლების მიმართულებით თანამშრომლობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები საპოლიციო უწყებებს შორის უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრმა.

საქსონიის სამთავრობო, ოფიციალური ინტერნეტგვერდის მედიასერვისი ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გიორგი მღებრიშვილმა და მარკუს ულბიგმა, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, გერმანიაში საქართველოდან ე.წ. თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემაზეც იმსჯელეს, რომლებიც ამ საკითხის განხილვის ევროკავშირში მოქმედ, გახანგრძლივებულ პროცედურებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, დარჩნენ ქვეყანაში და სხვადასხვა დანაშაულებრივი საქმიანობით დაკავდნენ. „ შევთანხმდით, რომ „თავშესაფრის მაძიებლების“ რეადმისიის მიმართულებით ჩვენს შორის უკვე არსებული, ძალიან კარგი
თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ეს მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველი ე.წ. თავშესაფრის მაძიებლების მიღების კვოტა საქსონიაში ნულს უტოლდება, ფედერაციის მასშტაბით კი, 2015 წლისთვის -0,3 პროცენტი იყო,“- აცხადებს მარკუს ულბიგი.

banner
წინა სტატიაშიოლიგარქის ხელისუფლებამ საქართველოში უპრობლემოდ შემოიყვანა რუსული კომპანია yandex Taxi
შემდეგი სტატიამედია : დედამიწის უხუცესი ადამიანი 145 წლის არის