გერმანული დაზვერვა ევროპის კურორტებზე შესაძლო ტერაქტებზე გაფრთხლებას აკეთებს

გერმანული დაზვერვა ევროპის კურორტებზე შესაძლო ტერაქტებზე გაფრთხლებას აკეთებს

გერ“ისლამური სახელმწიფოს” თვითმკვლელი-ტერორისტები ევროპის ქალაქებზე თავდასხმებს ამზადებენ – შესაბამისი ინფორმაცია გერმანიის დაზვერვას იტალიის სპეცსამსახურებმა მისცეს – ამის შესახებ დღეს გერმანული Bild-ი წერს.
გამოცემის თანახმად, საფრთხე ელოდება სამხრეთ საფრანგეთის სანაპიროს და ესპანეთს (კოსტა-დელ-სოლს), ასევე, იტალიის სანაპიროებს. ტერორისტებმა უკვე შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისინი ლტოლვილის სახით შეიპარებიან კურორტებზე, თითქოს საჭმლის ან სასმელის გაყიდვის მიზნით. სავარაუდოდ, თავდასხმები ცეცხლსასროლი იარაღით მოხდება.
“ეს შესაძლებელია ტერორიზმის ახალი გამოვლინება იყოს. სანაპიროები სრულად ვერ იქნება დაცული” – ამბობს Bild-ის მაღალჩინოსანი წყარო.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში დევნილმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა
შემდეგი სტატია“კვირიკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ დალაგდება სიტუაცია” – ნუკრი ქანთარია