გერმანიის ვიცე-კანცლერმა ტრამპს პირველი პოპულისტი უწოდა

გერმანიის ვიცე-კანცლერმა ტრამპს პირველი პოპულისტი უწოდა

გერმანიის ვიცე-კავცლერმა, ზიგმარ გაბრიელმა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა – ამის შესახებ დღეს Die Welt-ი წერს.
“დონალდ ტრამპი, მარინ ლე პენი ან გერტ ვილდერსი – ყველა ეს პოპულისტი არა მხოლოდ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს სოციალური კუთხით, არამედ ეკონომიკურადაც – განაცხადა ვიცე-კანცლერმა.
ის თვლის, რომ ტრამპი აშშ-ში და ლე პენი საფრანგეთში ამომრჩევლებს “უკან, ჯადოსნური სამყაროს” პირდებიან ამომრჩევლებს.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხს ავუსხნათ, რომ გლობალიზაცია სამართლიანი ფორმით გვინდა მოხდეს” – განაცხადა გაბრიელმა.

შეგახსენებთ, რომ მილიარდელი დონალდ ტრამპი აშშ-ს საპრეიდენტო არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტია. არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაში“ისლამურ სახელმწიფოში” ხალხი ტერორისტების წინააღმდეგ გამოვიდა
შემდეგი სტატიაკიევში რუსეთის დიპლომატიური მისიის შენობას კვერცხები დაუშინეს