გერმანიის თავდაცვის მინისტრი ნატო-ს კონკურენტული სამხედრო გაერთიანების შექმნაზე საუბრობს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა , ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ევროპასთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობის საკითხში ახალი და აქტიური როლი შეასრულოს.
„ცვლილებები აუცილებელია. იზოლიაცია და თვითშეზღუდვა იმ პრობლემებს, რასაც მსოფლიოში, ასევე, ევროპასა და აქ, ჩვენს ქვეყანაში ვხვდებით, ვერ გადაჭრის,“ – ციტირებს Reuters-ი მინისტრის განცხადებას.
მინისტრმა ასევე, გაიხსენა რუსეთის მოქმედებები სირიაში: „გერმანია მზადაა მონაწილეობის და საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებმლობის ასაღებად.“
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ეს სწორი გზაა, რომელიც უზარმაზარ დროს საჭიროებს.
ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას კი მინისტრმა განაცხადა, რომ კავშირი, სადაც 500 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და 1,5 მილიონი სამხედრო მოსამსახურე 200-მილიარდიანი ბიუჯეტით, ჯერ შორისაა თავდაცვის სფეროში საკუთარი პოტენციალის რეალიზებისგან.
გერმანელი ჩინოვნიკის განარტებით, საუბარია ნატო-ს კონკურენტულ სამხედრო გაერთიანების შექმნაზე, რადგანაც ევროპას ახალი სტრუქტურები სჭირდება, რომელსაც სხვადსხვა გამოწვევაზე ოპერატიული პასუხის გაცემა შეეძლება, – იუწყება „დოიჩე ველე“.

banner
წინა სტატიაშიანკარა საერთაშორისო კოალიციას მოსულის ოპერაციაში მონაწილეობის მიღებაზე შეუთანხმდა
შემდეგი სტატიადუტერტემ თავისი რადიკალიზმი ბავშვობაში მღვდელი-პედოფილის ძალადობით ახსნა