გერმანიის სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ საქართველოს მოქალაქეებზე

გერმანიის სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ საქართველოს მოქალაქეებზე

გერმანიის სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ საქართველოს მოქალაქეებზერუსულმა პროპაგანდისტულმა ინეტ-რესურსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიაში სირიის მიგრანტებთან ერთად ქართველებმაც მოახერხეს შესვლა.
რუსულ riafan.ru გერმანულ ჟურნალ Focus-ზე დაყრდნობით მოჰყავს ბავარიის კრიმინალური პოლიციის უფროსის, იოხან ვენგენმაიერის სიტყვები ქართველ კრიმინალებზე: „ქართველმა ქურდებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით. დღეს მიგრანტების მასიური მოწოლის შედეგად გერმანიის ტერიტორიაზე მოხვედრა ბევრად უფრო გაადვილებულია, ვიდრე 2-3 წლის წინათ. ამის გამო საქართველოს ბევრი მოქალაქე, ვითომ ლტოლვილები, აღმოჩნდნენ გერმანიაში იმ მოტივით, რომ მიიღონ თავშესაფარი, მაგრამ ეს ასე არ არის“ – განაცხადა ვენგენმაიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი იქ 2-3 თვეს რჩებიან და მერე უკან ბრუნდებიან, ასე რომ თავშესაფარი საერთოდ არ აინტერესებთ. „ვვარაუდობ, რომ მათმა უმრავლესობამ რაღაცნაირად მოახერხა, რეგისტრაციისთვის გვერდის ავლა“ – თქვა ვენგენმაიერმა . „ასეთ დიდ დამნაშავე სტრუქტურებში სიტუაციას აკონტროლებენ გერმანიის საზღვრებს გარეთ მყოფი მთავარი ფიგურები“ – ეს კი განაცხადა ენდი ნოიმანმა, გერმანული კრიმინალური პოლიციის მუშაკთა კავშირის თავმჯდომარემ.
პოლიცია თვლის, რომ პოლიტიკოსებს არ გააჩნიათ სათანადო შესაძლებლობები, რომ მიიღონ ზომები ამ დამნაშავეების წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაში130-მდე გარდაცვლილი და საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში- საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ელჩი საქართველოში: ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ საფრანგეთზე