გერმანიის ქალაქ ანსბახში აფეთქება მოხდა

გუშინ გვიან ღამით გერმანიაში, ქალაქ ანსბახის ერთ-ერთ ბართან აფეთქება მოხდა, 27 წლის სირიელი მიგრანტმა თავი მას შემდეგ აიფეთქა , რაც იქვე მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე დასწრებაზე უარი უთხრეს.
ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ერთი წლის წინ თავდამსხმელს უარი უთხრეს თავშესაფარზე. ამის შემდეგ მან ორჯერ სცადა თვითმკვლელობა.

მომხდარის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა, გარდაცვლილი თავად თავდამსხმელი აღმოჩნდა.

გუშინვე გერმანიის ქალაქ როიტლინგენში 21 წლის მიგრანტი მოქალაქეებს დანით თავს დაესხა და ერთი ადამიანი მოკლა, 23 ივლისს მიუნხენის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას 9 ადამიანი ესმხვერპლა, 19 ივლისს კი სამხრეთ გერმანიაში მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა პაატრა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრი დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისში ამბასადორიალი გაიმართება