გერმანიის პრეზიდენტს დანიანი ნეონაცისტი დაესხა თავს

გერმანიის პრეზიდენტს დანიანი ნეონაცისტი დაესხა თავს

2გერმანიის პრეზიდენტის იოაჰიმ ჰაუკის საქსონიის მიწაზე ვიზიტისას, თავს ნეონაცისტი დაესხა, რომელსაც ჯიბეში დანა ედო – The Local-ი წერს. როცა პრეზიდენტი ქალაქ ზებნიცში ჩავიდა, მას მემარჯვენე რადიკალების აგრესიული ნაწილი შეხვდა. დაახლოებით 200 ადამიანი უყვიროდა პრეზიდენტს “გაეთრიე”. მას ასევე “ერის გამყიდველი უწოდეს. პოლიციამ აგრესიული ჯგუფის დაშლა მხოლოდ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ შეძლო.

სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს. ერთი, 30 წლის მამაკაცი, რომელის ჰაუკზე ბროშურის სროლას ცდილობდა. მას ჯიბეში დანა უპოვეს, ზურგზე კი ამოტვიფრული ჰქონდა სვასტიკა. მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის დანის უკანონო ტარებასა და აკრძალული სიმბოლოს დემონსტრაციისათვის. მეორე დაკავებულს ბრალად პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა ედება.

banner
წინა სტატიაშიდავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან
შემდეგი სტატიაკვლევის შედეგები 3 დღით ადრე ცნობილი იყო საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის