გერმანიის პოლიციამ, მიუნჰენის სადგურზე ველოსიპედით სიარულის გამო შვარცნეგერი დააკავა – Bild-ი წერს.
სამართალდამცველებმა ორი ველოსიპედისტი შენიშნეს, რომლებიც რკინიგზის სადგურზე მოძრაობდნენ. ერთ-ერთი მორიგე მათთან მივიდა და იმას, რომელიც უკან მოდიოდა ასეთი მოქმედების საფრთხე აუხსნა. ველოსიპედიანმა მამაკაცმა პოლიციელს უთხრა, რომ ის შვარცენეგერის დაცვის წევრია. სამართალდამცველმა ეს ხუმრობად მიიღო, თუმცა, ნახა, რომ მეორე წესების დამრღვევი ნამდვლად “ტერმინატორის” გმირი იყო.
შვარცენეგერმა პოლიციელს უთხრა, რომ მას ფეხები ტკივა და სიარული არ შეუძლია. კომპენსაციის სახით მან სამართალდამცველს სელფის გადაღება შესთავაზა – ფოტო მიუნჰენის პოლიციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. შვარცნეგერმა ვაგზალი ფეხით დატოვა.
არნოლდ შვარცნეგერი ჰოლივუდის ცნობილი მსახობია. გადაღებულია ბოევიკებსა და კომედიებში.