გერმანიის პოლიციამ ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავა

გერმანული მედიის ინფორმაციით, ბავარიაში, მიუნხენ-ზალცბურგის მაგისტრალზე გადაადგილებისას, პოლიციამ საეჭვო პირები დააკავა, რომლებსაც შესაძლოა, ბრიუსელის ტერაქტებთან ჰქონდეთ კავშირი.

 

ბავარიის კრიმინალური პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები გერმანიაში ბრიუსელიდან ჩავიდნენ.
პოლიციამ გამოძიება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მომზადების მუხლით მიმდინარეობს.
ეჭვმიტანილთა შესახებ, პოლიციაში შეტყობინება ანონიმის მიერ შევიდა. თავის განცხადებაში ანონიმმა წყარომ ბავარიის პოლიციას დაგეგმილი ტერაქტის შესახებ აცნობა და 2 კოსოვოელ ალბანელზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ვერცხლისფერი მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი ევროპას ახალი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს