გერმანიის ფინანსთა სამინისტროში ბომბი იპოვეს

ბერლინის პოლიციამ განაცხადა, რომ 15 მარტს დილით, ფინანსთა სამინისტროში ბომბი იპოვეს. საეჭვო ჩანთის გამო საევაკუაციო გასასვლელიდან ხალხის გაყვანა მოხდა, ჩანთაში მართლაც ბომბი აღმოაჩინეს. პოლიციის მონაცემებით, ბომბი თვითნაკეთი იყო და ისე იყო დაპროექტებული, რომ სერიოზული დაზიანება მიეყენებინა ადამიანისათვის, ვინც ჩანთას გახსნიდა.
სამართალდამცველები არ აზუსტებენ, ყავთ თუ არა ეჭვმიტანილი, მათ ასევე, არ დაუკონკრეტებიათ, იყო თუ არა ეს ტერაქტის მცდელობა.

banner
წინა სტატიაშიეგზიტ-პოლები: ვილდერსი ნიდერლანდების არჩევნებში აგებს
შემდეგი სტატიარომის პაპმა ქარხნების დახურვას და ხალხის განთავისუფლებას “ცოდვა” უწოდა