გერმანიის პარლამენტმა მიგრანტების მიღების წესები გაამკაცრა

გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში საემიგრაციო კანონის გამკაცრებას, რომელის მიღწევაც ანგელა მერკელის სურვილი იყო.
ბუნდესტაგის 429 დეპუტატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 147 მის წინააღმდეგ გამოვიდა.
ახალი რეგულაციების მიხედვით, მიგრანტების გარკვეული ჯგუფების საქმეების განხილვა დაჩქარებული რეჟიმით წარიმართება – ეს ეხებათ თავშესაფრის ისეთ მაძიებლებს, რომლებიც ე.წ. “უსაფრთხო ქვეყნებიდან” ჩამოვიდნენ. ისინი ასევე ცალკე შენობაში იქნებიან მოთავსებულები.

ასევე, დაჩქარდება იმ მიგრანტების ქვეყნიდან გაძევება, რომელთაც უფლება არა აქვთ თავშესაფარი მიიღონ ან გასამართლებულები არიან.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკოს პუტინი მედვედევში შეეშალა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ხვალ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას