გერმანიის ნაკრები პუტინს არ შეხვდება

ფეხბურთში გერმანიის ნაკრები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს არ შეხვდება ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში – გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა რეინჰარდ გრინდელმა განაცხადა. “ჩვენი გუნდის შეხვედრა ბატონ პუტინთან არ იგეგმება” – თქვა მან NDR Info-ს ეთერში. გრინდელის თქმით, გერმანიის ნაკრებმა გარკვეული პოლიტიკური მომზადება გაიარა რუსეთში გამგზავრებამდე. “ჩვენ მოვამზადეთ მოთამაშეები კანცლერთან ინტენსიური დიალოგისის განმავლობაში, ვილაპარაკეთ და შევაფასეთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია” – აღნიშნა DFB-ის პრეზიდენტმა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში,,გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებით”
შემდეგი სტატიაოსლო აშშ-ს სთხოვს ნორვეგიაში მათი სამხედრო კონტიგენტი გააორმაგოს