გერმანიის მთავრობა ადგილობრივ თურქებზე ერდორანის გავლენით შეშფოთებულია

გერმანიის მთავრობა ადგილობრივ თურქებზე ერდორანის გავლენით შეშფოთებულია

8გერმანიის მთავრობა ადგილობრივ თურქებზე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ერდორანის გავლენით შეშფოთებულია -წერს  Reuters-ი.
ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი, რომელმაც პრეტენზიები გამოთქვა, ფოლკერ კაუდერია. ის ბუნდესტაგში ქრიანიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალისტების ფრაქციის ხელმძღვანელია და ასევე,  ანგელა მერკელთან დაალოებული პირი. “აქ მცხობრები თურქული წარმოშობის მოქალაქეები ადგილობრივ კანონებს და წესებს უნდა დაემორჩილონ. ამიტომ, მე შეშფოთებას გამოვხატავ თურქეთის მთავრობისა და მმართველი პარტიის მცდელობებზე, გერმანიაში მცხოვრები თურქული ფესვების მქონე ადამიანებზე გავლენის მცდელობის გამო” – განაცხადა მან.

კაუდერმა მუსლიმ მქადაგებლებს მოუწოდა, საკუთარ სამწყსოს გააგებინონ გერმანიაში რელიგიურ დოგმებზე მეტად კანონების უზენაესობის შესახებ.

კაუდერს მხარი დაუჭირა რადიკალური მემარცხენე პარტიის თანათავმჯდომარემ ბერნდ რიკსინგერმა. “ერდორანის მომხრეები გერმანელ დისიდენტებზე დიდი გავლენის მოხდენას აპირებენ. ეს უნდა დასრულდეს და ეს საფრთხედ არ უნდა გადაიქცეს” – განაცხადა მან.

გაერთიანებული თურქული სათვისტომოების თავმჯდომარემ გოკაი სოფუოღლუმ Reuters-ს განუცხადა, რომ გერმანელ თურქებს შორის ვრცელდება ბროშურები, სადაც მოცემულია ტელეფონის ნომერი, სადაც შესაძლებელია დარეკვა და ერდოღანის მოწინააღმდეგეებზე საჩივრის შეტანა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ეროვნული ნაკრები პარალიმპურ თამაშებს სრულად გამოეთიშა
შემდეგი სტატია2008 წლის ომში დაღუპულ და დაკარგულ მებრძოლთა სრული სია