გერმანიაში შობა-ახალი წლისათვის უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები შემოიღეს

გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მეზერმა განაცხადა, რომ ახალი წლის ღამეს მთელს ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნება მიღებული – ბერლინის ტერაქტის შემდეგ გადაწყდა, როცა ტერორისტმა გატაცებული სატვირთოთი საშობაო ბაზრობაზე მყოფი ხალხი გაიტანა. მინისტრის თქმით, სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ შესაძლო თავდასხმები თავიდან აიცილონ.
ამავე დროს, გერმანიაში მიმდინარეობს მამაკაცის ძებნის ოპერაცია, რომელიც სატვირთოს მართავდა.
ეჭვმიტანილი პაკისტანელი, რომელიც დაკავებული იყო ბერლინის ტერაქტთან დაკავშირებით, გუშინ გაანთავისუფლეს. უკანასკნელი ინფორმაციით, ტერაქტში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, ისინი შეიარაღებული და საშიში არიან. მომხდარზე გუშინვე პასუხისმგებლობა “იალმურმა სახელმწიფომ” აიღო, თუმცა, მათ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ – გერმანული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშისექს-სკანდალი ბრიტანეთის ფეხბურთში – 819-ზე მეტი საჩივარი ბავშვთა გუნდებიდან
შემდეგი სტატიაყაზახეთში ექსტრემისტების მასობრივი წმენდა დაიწყო