გერმანიაში საშვილოსნოს გადანერგვის პირველი ოპერაცია წარმატებით დასრულდა

11გერმანიაში საშვილოსნოს გადანერგვის პირველი ოპერაცია წარმატებით დასრულდა – მრავალსაათიანი ოპერაცია ტიუბინგენის საავადმყოფოში გართულებების გარეშე ჩატარდა -წერს “დოიჩე ველე”.
23 წლის პაციენტი მაიერ-როკიტანსკ-კუსტერ-ჰაუზერის სინდრომით იტანჯებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ქალური ორგანოები არ ვითარდებოდა. დონორმა მას აჩუქა თავისი ორგანოები. ოპერაციისთვის რამდენიმე წელი ემზადებოდნენ.
ოპერაციაში მონაწილეობდნენ გერმანელი და შვედი ექიმები.
საინტერესოა ის, რომ აღნიშნული სახის ოპერაციის მცდელობა გერმანიაში 1931 წელს იყო. პაციენტი იყო დანიელი მხატვარი ლილი ელბე, რომელიც მამაკაცად დაიბადა. ელბე ოპერაციიდან რამდენიმე ხანში გართულებებით გარდაიცვალა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ ალეპოში გაერო-ს დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას დაუჭირა მხარი
შემდეგი სტატია“მარნეულში საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზების გადაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა”