გერმანიაში სამედიცინო მარიხუანის მოხმარება დაუშვეს

ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც სამედიცინო მარიხუანას მოხმარების უფლებას რთავს – Spiegel Online-ი ავრცელებს.
როგორც დოკუმენტში წერია, ექიმის რეცეპტით მარიხუანას მიღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც მძიმე ქრონიკული დაავადებებით იტანჯებიან, იმ შემთხვევაში, თუკი სხვა მკურნალობა არაეფექტურია.
საუბარია მარიხუანას გამოყენებაზე რევმატიზმის მძიმე ფორმებისას, კიბოს, გაფანტული სკლეროზის, შიდსის და სხვა დაავადებების დროს.

სამედიცინო მარიხუანა დაშვებულია ჩეხეთში, ნიდერნალდებში, იტალიის რეგიონებში, ავსტრიაში, პორტუგალიაში და სხვა.

banner
წინა სტატიაშისენეგალი გამბიას თავს დაესხა
შემდეგი სტატია5-მა ქალმა რუსთავში აფთიაქი გაქურდა