გერმანიაში ნეონაცისტმა ოთხ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა

გერმანიაში 49 წლის მამაკაცმა ოთხ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა – ამის შესახებ The Independent-ი წერს.
როგორც გერმანიის შსს ავრცელებს, სროლა მაშინ მოხდა, როცა პოლიციელები ბავარიაში, გეორგენსმუნდის კომუნაში, მამაკაცის სახლში ჩხრეკას ატარებდნენ. სამართალდამცველებს იარაღის ამოღება უნდოდათ.
მამაკაცმა სროლა დაიწყო. Bild-ის ინფორმაციით, ყველა პოლიციელმა მძიმე ჭრილობა მიიღო. მიმდინარე მომენტში ბოროტმოქმედი დაკავებულია. ვარაუდობენ, რომ ის ნეონაცისტური მოძრაობის წევრია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და რადას წინ საცვლები დაკიდეს
შემდეგი სტატიათბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა