გერმანიაში მყოფ ლტოლვილებს შორის, შესაძლებელია 410 ტერორისტი იმყოფებოდეს

გერმანიაში მყოფ ლტოლვილებს შორის, შესაძლებელია 410 ტერორისტი იმყოფებოდეს

55გერმანიაში მყოფ ლტოლვილებს შორის, შესაძლებელია 410 ტერორისტი იმყოფებოდეს – Neue Osnabrücker Zeitung-ი გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მიგრანტები შემოსვლას აგრძელებენ, ტერორისტული დაჯგუფების ყოფილი წევრები, ან მათი მომხრეები, შეიძლება გააქტიურდნენ” – გამოცემას სამართალდამცველების სიტყვები მოყავს.
პოლიციამ 60 შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა – წერს გაზეთი.

“გერმანიაში ტერაქტის საფრთზე ძალიან დიდია. მთელი ევროპა და კერძოდ, გერმანია საერთაშორისო ტერორიზმის ყურადღების ცენტრშია. საფრანგეთის ტერაქტმა აჩვენა, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” სამიგრაციო კრიზისს, ტერორისტების ევროპაში შესაყვანად იყენებს” – წერს Neue Osnabrücker Zeitung-ი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევენ
შემდეგი სტატიამე დავამარცხებ სიკვდილს!-გია მაისაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს