გერმანიაში Audi-ს ხელმძღვანელი დააკავეს

გერმანაიში Audi-ს მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი რუპერტ შტადლერი დააკავეს – Sueddeutsche Zeitung-ი წერს. როგორც გამოცემა ავრცელებს, დაკავება “დიზელის სკანდალთან” არის დაკავშირებული. გასულ კვირას შტადლერის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, გარდა ამისა, მიუნჰენის პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ის თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. “აუდის” წარმომადგენლების თქმით, დაკავება 18 ივნისს მოხდა. “მიმდინარე მომენტში გრძელდება დაკავების მიზანშეწონილების შემოწმება” – წერს გერმანული გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა ყირიმსა და სევასტოპოლს სანქციები ოფიციალურად გაუგრძელა
შემდეგი სტატიარომის პაპმა აბორტი ნაცისტების დანაშაულებს შეადარა