გერმანიაში ანტიტერორისტული ოპერაციის მიზეზი ჩეჩნები გახდნენ

4გერმანიაში, 25 ოქტომბერს ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა ჩეჩნური დაჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ტერორიზმის დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილი. პოლიციამ ერთდროულად 12 ბინაში ჩაატარა ჩხრეკა, ასევე ლტოლვილების საერთო საცხოვრებელში ჰამბურგში, ტიურინგში, საქსონიასა და ბავარიაში -ინფორმაცია სისხლის სამართლის პოლიციის განყოფილებამ გაავრცელა.
ჩხრეკის მიზეზი გახდა გამოძიება, რომელიც 2015 წლიდან მიმდინარეობს 28 წლის რუსეთის მოქალაქის, ეროვნებით ჩეჩენის წინააღმდეგ, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი ოპერაციების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ის, ასევე, შემჩნეულია “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში.
გამოძიების პერიოდში გამოიკვეთა 10 მამაკაცი და სამი ქალი, 21-დან 31 წლამდე ასაკის, რომლებიც იმავე საქმიანობას ეწეოდნენ და გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით იმყოფებიან.

სამართალდამცავები ავრცელებენ, რომ დღის განმავლობაში ოპერაციის შესახებ დეტალებს გამოაქვეყნებენ.

banner
წინა სტატიაშიობამამ ტრამპს “არასერიოზული ადამიანი” უწოდა, რომელიც ჟანგივით ჭამს ყველაფერს
შემდეგი სტატიაკრწანისის სასწავლო ცენტრთან მოკლულის მამა ახალ დეტალებზე საუბრობს