“შპიგელის” ცნობით, გერმანიის სამხედრო ძალების თვითმფრინავებმა სირიისა და ერაყის ცაზე დაზვერვითი ფრენები განახორციელეს. გაზეთი ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
ორი გამანადგურებელ-ბომბდამსენი Tornado თურქეთის ბაზიდან გაფრინდა ოპერაციის შესასრულებლად.
“შპიგელი” აღნიშნავს, რომ გერმანიამ ბუნდესვერის ნაწილების სირიაში გაგზავნაზე 4 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, ორივე ქვეყანაში სამხედრო ოპერაციებში დაახლოებით 1200 გერმანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.