გერმანიამ, შესაძლოა რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადოს

რუსეთში ანტიკორუფციული აქციის დროს მასობრივი დაკავებების გამო, გერმანელმა პოლიტიკოსებმა ისევ გაააქტიურეს დისკუსია თემაზე, გამოუცხადონ თუ არა ბოიკოტი 2018 წელს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. მას შემდეგ, რაც 2008 წლის დეკემბერში ფიფამ რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორობა გადაწყვიტა და გადაწყდა 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება, ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები მკვეთრად გაუარესდა – ფიქრობენ გერმანელი პოლიტიკოსები.

გუშინ მერკელის პარტიის წარმომადგენელმა მიხაელ ფუქსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში, სადაც ელემენტარული სამოქალაქო უფლებების დაცვა არ ხდება, არ უნდა ტარდებოდეს მსოფლიო ჩემპიონატი – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიმესამე დღეა ანტიკორუფციულ ფონდში მასობრივი ჩხრეკა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშსს-მ ნაფარეულში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა