გერმანიამ ინჯირლიკის ბაზის ხელშეკრულება გაახანგრძლივა

თურქული მედიის ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ, რომელიც თავისი სამხედრო ავიაციისთვის ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ ნატო-ს კოალიციური ოპერაციის ფარგლებში თურქეთის ინჯირლიკის ავიაბაზას იყენებს, ბაზის გამოყენების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას ფედერალური პარლამენტში კენჭი უყარა და დადებითი პასუხი მიიღო.
445 ხმით – 135-ს წინააღმდეგ (2 დეპუატამა თავი შეკავა), გერმანიის პარლამეტმა ინჯირლიკის ბაზის 2017 წლის 31 დეკემბრამდე გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.
ბაზის გამოყნების პარალელურად, გერმანიის ბიუჯეტს ამ ბაზაზე ყოფნის სამხედრო მისიისთვის, ბიუჯეტიდან დამატებით 133 მილიონ 600.000 ევროს გამოყოფა დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვით ადრე, გერმანიის პარლამენტში სომეხთა გენოციდის აღარების განხილვან, თუქრეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობები იმდენად დაძაბა, რომ ოპოზიციონერ გერმანელ დეპუტატებს, რომლების გენოციდის თემის წამოწევის ინიციატორები იყვნენ, ინჯირლიკის ბაზის მოსანახულებლად ცასვლა აუკრძალეს, რის გამოც გერმანიის პარლამენტის ოპოზიციური ფრთა ბაზის ტერიტორიიდან გერმანელი სამხედროების გაყვანას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშიNewsweek-მა მკითხველს კლინტონის ,,გამარჯვება ახარა,,
შემდეგი სტატიასილამაზე ბრაზილიურად – საჯდომების კონკურსი (ფოტო)