გერმანიამ და საფრანგეთმა სირიაში საკუთარ გეგმებზე ისაუბრეს

გერმანია მონაწილეობას არ მიიღებს სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებებში – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა – Süddeutsche Zeitung-ი წერს. “ჩვენ ყველა ზომა უნდა განვიხილოთ. ჩვენ ყველა მოქმედებას დავუჭერთ მხარს გაეროს უშიშროების საბჭოში, ასევე, მხარს დავუჭერთ ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობის ორგანიზაციას” – გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა.

საფრანგეთის ლიდერმა ემალუელ მაკრონმა, თავის მხრივ თქვა, რომ საფრანგეთს აქვს იმის მტკიცებულება, რომ სირიის ლიდერმა აღმოსვლეთ გუტაში ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამიტომ, მაკრონი ფიქრობს, რომ ასადს უნდა უპასუხოს. მაკრონის ინფორმაციით, ის ამერიკელ ლიდერთან დონალდ ტრამპთან მუდმივ კონტაქტზეა, ასევე, მუდმივად ეკონტაქტება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.
საფრენგეთის პრეზიდენტის თქმით, პარიზი არ დაუშვებს სირიაში სიტუაციის ესკალაციას, ამასთანავე, “ჩვენ მარტო ვერ დავტოვებთ რეჟიმს, რომელიც დღეს თავს ყველაფრის უფლებას აძლევს, ძირითადად, კი საერთაშორისო უფლებებს არღვევს” – თქვა მაკრონმა.

banner
წინა სტატიაშინაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ფინანსთა მინისტრის ამ განცხადებას შიდა დაპირისპირების სუნი ასდის