გერმანიამ ავღანეთში მიგრანტების პირველი ნაკადი გაადეპორტა

თვითმფრინავი, რომელშიც 50 დეპორტირებული ავღანელი იყო, ქაბულში ჩავიდა. ეს ავღანელების პირველი ჯგუფია, რომელთაც გერმანიაში თავშესაფარის მიღებაზე უარი უთხრეს და საკუთარ ქვეყანაში გააგზავნეს.
მიგრანტების იძულებითი დაბრუნების შესახებ ხელშეკრულებას ხელი, გერმანიისა და ავღანეთის მთავრობებმა, მიმდნარე წლის ოქტომბერში მოაწერეს.
ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციები გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ავღანეთი არ არის უსაფრთხო ქვეყანა.

banner
წინა სტატიაშიალეპოში ამბოხებულების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაჩილეს ეკონომიკის მინისტრს სექს-თოჯინაზე რეაქციის გამო ბოდიში მოახდევინეს