გერმანია უცხოეთიდან ოქროს საკუთარ მარაგს საკუთარ ტერიტორიაზე გადაიტანს

გერმანიის ფედერალურმა ბანკმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, უცხოეთში არსებული საკუთარი ოქროს მარაგის შემოტანა აქვს დაგეგმილი. გასულ წელს ნიუ-იორკში არსებული ოქროს მარაგი დააბრუნეს, 2017 წელს კი პარიზიდან მოხდება გადაზიდვა.
ამდაგვარად, ბუნდესბანკი საკუთარ გრაფიკს რამდენიმე წლით უსწრებს. 2013 წელს ფინანსურმა მარეგუირებელმა განაცხადა, რომ 2020 წლისათვის გერმანული ოქროს ნახევარს, რომელიც ნიუ-იორკში, პარიზსა და ლონდონში ინახება, მაინის ფრანკფურტში გადაიტანენ. მეორე ნახევარი კი ნიუ-იორკის და ლონდონის ბანკში დარჩება.
გერმანიას, აშშ-ს შემდეგ ოქროს ყველაზე მეტი მარაგი აქვს. ბუნდესბანკის განკარგულებაში დაახლოებით 3400 ტონა ოქროა, რომელიც 2016 წლის ბოლოსთვის 119,3 მილიარდ ევროდ იყო შეფასებული.

banner
წინა სტატიაშიშონავა: ორჯერ შევთავაზე შეხვედრა, თუმცა მითხრა, რომ ჯერ უნდა დათვალოს ბიუჯეტი
შემდეგი სტატია“კოალიცია იწყებს მოძრაობას,რათა თაღლითი რუსი ოლიგარქი ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას”- “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია დაიწყო