გერმანია თურქეთის ინჟირლიკიდან საკუთარი სამხედროების გაწვევით იმუქრება

გერმანია თურქეთის ინჟირლიკიდან საკუთარი სამხედროების გაწვევით იმუქრება

5 (2)გერმანია თურქეთის ინჟირლიკის ავიაბაზიდან საკუთარ სამხედროებს გაიწვევს, თუკი ანკარა გერმანულ დელეგაციას არ შეუშვებს ბაზაში – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმან გაბრიელმა.
“გერმანიის არმია პარლამენტს ექვემდებარება. და თუკი პარლამენტი ვერ შეძლებს სამხედროებთან შეხვედრას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯარისკაცები იქ არ უნდა დარჩნენ” – განაცხადა ზიგმან გაბრიელმა Mitteldeutsche Zeitung-თან ინტერვიუში.
ბაზაზე დაახლოებით 250 გერმანელი ჯარისკაცია, ასევე 6 მზვერავი-თვითმფრინავი Tornado, რომლებიც სირიაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ გერმანული “შპიგელის” აზრით, გერმანული დელეგაცია თურქეთმა იმის გამო დაბლოკა, რომ მათ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდი აღიარეს.

banner
წინა სტატიაშიAmnesty ეგვიპტურ სპეცსამსახურებს გატაცებულთა წამებაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიავაშინგტონის ჰოლოკოსტის მუზეუმი ვიზიტორებს სთხოვს Pokemon Go არ ითამაშონ