გერმანია ტერორისტების დიდ ნაკადს ელოდება

14330955_639949129498611_241594139_nგერმანიის ფედერალური პოლიციის მონაცემებით, თავის დროზე ქვეყნიდან ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, მხარდასაჭერად წასული მოქალაქეების მესამედი შესაძლებელია ქვეყანაში უახლოეს პერიოდში დაბრუნდეს, რაც გერმანიას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის…
გერმანიის ფედერალური პოლიციის კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის ჰოლგერ მიუნჰის განცხადებით, სხვადასხვა დროს გერმანიიდან ,,ისლამური სახელმწიფოსათვის,, მხარდასაჭერად ერაყსა და სირიაში 6000-ზე მეტი მოქალაქე ჩავიდა… ,,გამომდინარე იქიდან, რომ ,,ისლამური სახელმწიფომ,, ფაქტობრივად დაკარგა კონტროლირებადი ტერიტორიები და მათ სეროზული პრობლემები შეექმნათ, ქვეყნიდან გასული პირების მესამედი შესაძლებელი უახლოეს მომავალში უკან დაბრუნდეს…. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ხალხმა ტერორისტულ ორგანიზაციაში სერიოზული სამხედრო მომზადება გაიარა და საბრძოლო გამოცდილებაც მიიღო, ვფიქრობთ რომ ექსტრემისტების დაბრუნებით გერმანიას სერიოზული პრობლემები შეექმნება,, აცხადებს კრიმინალური პოლიციის შეფი.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) კახა მიქაია: ორი სანდრა!!!
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეა ფხენიანს განადგურებით ემუქრება