გერმანია და საფრანგეთი შენგენის შიდა საზღვრების გაძლიერებას ითხოვენ

გერმანია და საფრანგეთი შენგენის შიდა საზღვრების გაძლიერებას ითხოვენ

გერმანია და საფრანგეთი შენგენის შიდა საზღვრების გაძლიერებას ითხოვენგერმანიამ და საფრანგეთმა ევროკომისიას მოწოდებით მიმართეს “ევროკავშირის მოქალაქეები სისტემატურად შეამოწმონ შენგენის შიდა საზღვრებზე” – ამის შესახებ ინფორმაციას დღეს გერმანული სააგენტო dpa აქვეყნებს იმ დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელიც მას ხელში ჩაუვარდა. უფრო მეტიც – წერს სააგენტო – “ბერლინი და პარიზი შენგენის კანონის მიზანმიმართულ რეფორმირებას ითხოვენ”.

დღესვე გერმანულმა გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-მა დაწერა, რომ ევროკავშირის საზღვრების დაცვის ერთ-ერთ მექანიზმად საზღვრის დაცვის სააგენტოს “ფრონტექსის” უფლებამოსილების გაზრდა იქნება.
15 დეკემბერს ევროკავშირში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიმედია: ამერიკული დაზვერვა ისლამური სახელმწიფოს მსოფლიოში გაძლიერებას გეგმავს
შემდეგი სტატიასირიელმა ბიზნესმენმა ერდორანს რუსეთის და ისლამური სახელმწიფოს ნავთობკავშირების შესახებ უპასუხა